ბიზნესი
03/11/2020

"ნოზაძის ქათმები" დღეში 1.5 ტონამდე ხორცს ყიდის

ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობას, რომელიც ნედლი და გაყინული ქათმის ხორცს „ნოზაძის ქათმების“ ბრენდით აწარმოებს, პანდემიის პირობებში გაყიდვების მაჩვენებელი არ შემცირებია.

როგორც ელგუჯა ნოზაძე აცხადებს, გასულ წელთან შედარებით დინამიკა პოზიტიურია. დღეში კომპანიას სარეალიზაციო ქსელში დაახლოებით 1.5 ტონამდე ქათმის ხორცს ყიდის. „აქედან თბილისს ვაწვდი ნედლ ქათამს, ხოლო რეგიონებს მხოლოდ გაყინული სახით. ყოველთვის ვმუშაობდით დ ვმუშაობთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე და ეს ხარისხი შევინარჩუნეთ,“ - აცხადებს ელგუჯა ნოზაძე.

მისი ინფორმაციით, კომპანია მომავალ წელს ქსელის გაფართოებასაც გეგმავს, რაშიც 300 000-400 000 ლარის ინვესტირებას გეგმავს. ამჟამად კომპანია თბილისში ჯამში 9 ჯიხურს ფლობს.

ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარეობს. ქარხნის წლიური წარმადონა 700-800 ტონა ქათამია.