ბიზნესი
20/11/2020
ნოემბერში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი უარყოფით ნიშნულზეა
ნოემბერში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი უარყოფით ნიშნულზეა, - მონაცემები თიბისი კაპიტალმა გამოაქვეყნა.
საინვესტიციო კომპანიის ცნობით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები 1-15 ნოემბერში
წლიურად 18%-იან ვარდნას აჩვენებს.
12 ნოემბრის მდგომარეობით, ვარდნას აჩვენებს თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს მაჩვენებელი, წლიური ცვლილება -2%-ია.
6 ივლისიდან გაცემულ გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 33.9%-ია, +0.3 პპ წინა კვირასთან შედარებით.