ნინოწმინდის თაფლი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდა
„ნინოწმინდის თაფლი“ გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრმა გადაწყვეტილება კოოპერატივი „კოდის“ მიმართვის საფუძველზე მიიღო.
საქართველოში ნინოწმინდის თაფლი ხვანჭკარასთან, ჭაჭასთან, თუშურ გუდასთან, ჩურჩხელასთან ერთად უკვე 53 გეოგრაფიული აღნიშვნაა დარეგისტრირებული.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღნიშვნისთვის, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით.
გარემო პირობებში იგულისხმება ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი მახასიათებლები. ადამიანური ფაქტორი მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციულ ცოდნასა და გამოცდილებას.