ბიზნესი
21/08/2020

ნინიას ბაღი - თბილისში ახალი რესტორანი იხსნება

სექტემბერში თბილისს კიდევ ერთი ადგილი შეემატება, სადაც ჩამოსულ სტუმრებსა თუ ადგილობრივებს ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.

„ნინიას ბაღი“ ასე ჰქვია ახალ რესტორნს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით აშენდა. რესტორანი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, მას აქვს ეზო ანუ ღია სივრცე სტუმრების მისაღებად და 150-მდე ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.

„ნინიას ბაღის“ დამფუძნებელი შეფ-მზარეული და რესტორატორი მერიკო გუბელაძეა, ის ამბობს, რომ პანდემიის რთული პერიოდის მიუხედავად აღნიშნულ პროექტზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.

„რესტორნის გახსნისთვის საუკეთესო დრო არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მშენებლობის პროცესი ბოლომდე მივიყვანეთ, ახლა კი მიმდინარეობს რესტორნის რემონტი და აღჭურვა.  აქ იქნება ექსპერიმენტული სამზარეულო და მე თავად ვიქნები მზარეული ორ სხვა მზარეულთან ერთად,“ - ამბობს მერიკო გუბელაძე.

 „ნინიას ბაღი“ „შავი ლომის“, კაფე „ლეილას“ და „ლისი რესტის“ შემდეგ მეოთხე რესტორანია, რომელიც მერიკო გუბელაძემ დააფუძნა. მთლიანობაში ახალ რესტორანში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022