ბიზნესი
14/11/2020

Ninea-ს პროდუქციის ონლაინ შეძენას უცხოელი მომხმარებლებიც შეძლებენ

ქალის საღამურებისა და სხვადასხვა აქსესუარის მწარმოებელი კომპანია Ninea-ს პროდუქციის შეძენას მომხმარებლები ონლაინ შეძლებენ. კომპანია მალე ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდს გაუშვებს.

„ამჟამად ბრენდის სტრატეგიასა და ახალ მოდელებზე ვმუშაობთ. ონლაინ გაყიდვაზე გვაქვს აქცენტი, მალე მომხმარებლებს ჩვენი ონლაინ მაღაზიის ვებ–გვერდს წარვუდგენთ და ონლაინ შეძლებენ Ninea-ს პროდუქციის შეძენას, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, რამდენადაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანაში გვყავს მომხმარებელი. ამავდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე პლატფორმასთან, სადაც უახლოეს მომავალში განვათავსებთ ჩვენს სამოსს. სავაჭრო ობიექტის დამატება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ იგეგმება. ვიმედოვნებთ, მიმდინარე მოვლენები არ შეგვაფერხებს და წარმატებით გადავლახავთ ამ პერიოდს,“ – ბრენდის გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელი ანი იოსელიანი საუბრობს.

Ninea-ს საღამურები ძირითადად იმპორტირებული ქსოვილებით იკერება, როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ მხრივ იყო სირთულეები, გაიზარდა მიწოდების ვადები, თუმცა მომხმარებელი ამას გაგებით მოეკიდა და პანდემიის პერიოდში გაყიდვები არ შემცირებულა.

„გეგმები გვქონდა საერთაშორისო გამეფენაზე წასვლისა და ექსპორტის სტიმულირების კუთხით, რაშიც კორონავირუსმა ხელი შეგვიშალა. ამ ეტაპზე, ჩვენთან 16 ადამიანია დასაქმებული, საბედნიეროდ ეს პერიოდი შემცირების გარეშე გადავლახეთ, თუ არ ჩავთვლით სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს არ მუშაობდნენ,“– ამბობს NINEA-ს დამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020