ბიზნესი
14/09/2020

"ნიკორამ" პანდემიური წლის პირველი ნახევარი 4,5 მლნ-ნიანი ზარალით დაასრულა

გაზრდილი შემოსავალი და შემცირებული ზარალი - სს „ნიკორამ“ ინვესტორებს ნახევარწლიური ანგარიში წარუდგინა.

კომპანიის შემოსავლებმა 2020 წლის 6 თვეში 285.4 მლნ გადააჭარბა. წლიურ ჭრილში ზრდა  17.8%-ია (43.17 მლნ).

11.5-დან 14.46 მილიონამდეა გაზრდილი საოპერაციო მოგება. რაც შეეხება 6 თვის ზარალს კომპანიამ 4.48 მლნ-ით იზარალა, რაც 2-ჯერ ნაკლებია შარშან ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

"ნიკორა" თავის შვილობილ კომპანიებთან ერთად საკვები პროდუქტების წამყვანი მწარმოებელი და საცალო გამყიდველია ქართულ ბაზარზე. ჯგუფი აწარმოებს 500-მდე სახეობის პროდუქტს. ფლობს სავაჭრო ქსელებს  და სადისტრიბუციო ბიზნესს.

„ნიკორას“ გამოშვებული აქვს 28 მილიონის ობლიგაციები, რომლებსაც ერიცხება წლიური 4%+3თვის TIBR.

"ნიკორას" ობლიგაციების კონტრაქტი ითვალისწინებს გარკვეულ შემზღუდველ პირობებს. ეს გულისხმობს გარკვეული შემზღუდველი ფინანსური კოეფიციენტების დაკმაყოფილებას, კერძოდ, 31 დეკემბრისთვის დასრულებული აუდირებული და 30 ივნისისთვის დასრულებული არა-აუდირებული კალენდარული წლისთვის:

1) DEBT/EBITDA- კოეფიციენტმა არ უნდა შეადგინოს 3.5-ზე მეტი

2) ICR- კოეფიციენტი არ უნდა იყოს 2.8-ზე ნაკლები

3) DSCR - კოეფიციენტი არ უნდა იყოს 1.1-ზე ნაკლები.

კოეფიციენტები იანგარიშება სს ნიკორას კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით.

კომპანიის ცნობით, 2020 წლის 30 ივნისისთვის დასრულებული არა-აუდირებული კალენდარული წლისთვის ჯგუფი აკმაყოფილებს ყველა კოეფიციენტს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023