ბიზნესი
18/09/2020

ნიკოლოზ ნაყოფია: ლარის გაუფასურება "ზარაფხანასთვის" დამღუპველია

„ლარის გაუფასურება ჩვენი ბიზნესისთვის ცალსახად დამღუპველია“, - განაცხადა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეფასებისას „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა.

ნიკოლოზ ნაყოფიას განმარტებით, ლარის გაუფასურება კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება.

„მყარი ეროვნული ვალუტა ნებისმიერი ბიზნესისთვის, მათ შორის ჩვენთვის პრიორიტეტია. ვისურვებდით, რომ ლარი იყოს სტაბილური და არა ისეთი როგორიც დღეს არის. ლარის გაუფასურება ჩვენი პროდუქტის თვითღირებულებაზე ისახება. საქართველოს ბაზარი ლონდონის ოქროს ბირჟაზეა დამოკიდებული, რომელიც ოქროს ფასებს დოლარში აყალიბებს. შესაბამისად, მისი კონვერტაცია გვიწევს ადგილზე და ლარში ანგარიშსწორება. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში პროდუქტს აძვირებს,“-განაცხადა ნიკოლოზ ნაყოფიამ.