ბიზნესი
08/09/2020

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: ცირკულარული ეკონომიკის მოდელი გლობალური მიდგომაა და საქართველო მისი მონაწილე უნდა იყოს

ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლას კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ევოლუციურ პროცესს უწოდებს. „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამ მიმართულებით არა მხოლოდ ბიზნესისა და სახელმწიფოს, არამედ სამოქალაქო სექტორის ყველა წარმომადგენლის ჩართულობაა საჭირო.

„ცირკულარული ეკონომიკა როგორც კომპანიების, ასევე ეროვნულ, თუ გლობალურ დონეზე თანამედროვე ეკონომიკის ძირითადი მიმართულებაა. ეს იწვევს რესურსების ოპტიმიზაციას, ხარჯთეფექტურობასა და ნარჩენების წარმოშობის შემცირებას. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ნარჩენები ხელახალ რესურსად გამოვიყენოთ და ამით რესურსისა და ხარჯების ოპტიმიზება გავაკეთოთ. ეს საუკეთესო მოდელია, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს საზოგადოების თითქმის ყველა სექტორმა. მომხმარებლიდან დაწყებული, ხელისუფლებითა და ბიზნეს საზოგადოებით დამთავრებული.

ამ ეტაპზე საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს, თუმცა ცნობადობის ამაღლების საკმაოდ ბევრი ღონისძიება იმართება. თუმცა, ეს არ არის ერთჯერადად გადასვლის სფერო. პრაქტიკულად, ევოლუციური პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ ნარჩენების სწორი მართვა იმისთვის, რომ შემდეგ ამ მოდელზე გადავიდეთ. ეს მხოლოდ საქართველოს გასაკეთებელი არაა, გლობალური მიდგომაა, საქართველო კი მისი მონაწილე უნდა იყოს“,- განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლის სტრატეგიაზე მუშაობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022