ბიზნესი
17/02/2021

ნიკა მანჯგალაძე: მათხოვრები არ ვართ მთავრობას რამეს ვთხოვდეთ, მუშაობა გვინდა

რესტორატორები მთავრობას დახურული სივრცეების გახსნას სთხოვენ. ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იქნება.

“რომელი გარე სივრცეები გაიხსნა, მინის 2 გრადუსი რომ არის გარეთ? რეალურად ვერაფერს ვაკეთებთ. ყველა სასტუმროს რესტორანი მუშაობს და ჩვენ დაბალი ღობე აღმოვჩნდით. ქვეყანა უნდა გაიხსნას. უნდა გადავიხადოთ გადასახადები. მათხოვრები არ ვართ, რომ მთავრობას რაღაცას ვთხოვდეთ. მუშაობა გვინდა და აქეთ დავეხმარებით ჩვენი ფინანსური რესურსით”,- აღნიშნა რესტორან “ზეტ 10”-ის დამფუძნებელმა, ნიკა მანჯგალაძემ.