ბიზნესი
04/08/2020

ნათია თურნავა: ვიმედოვნებთ, საქართველოში Stadler-ის ადგილობრივი ქარხანა გვექნება

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველოში შვეიცარიული კომპანია Stadler-ის ადგილობრივი ქარხანა გაიხსნება.

მინისტრი კომპანიის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო გააცნო.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ Stadler-ი ქართულ ბაზარს აქამდე საკუთარი წარმოების ვაგონებს აწვდიდა და ტენდერებშიც მონაწილეობდა, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია მათთან საუბრის დაწყება უფრო მეტ თანამშრომლობაზე, კერძოდ, საქართველოში წარმოების დაფუძნებაზე.

„ისინი ხედავენ ამ პერსპექტივებს, განსაკუთრებით კი COVID-ის პირობებში ჩვენი პროაქტიური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად. ჩვენ დავარწმუნეთ Stadler-ი, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საიდანაც გააფართოებენ თავის ბიზნესს და ექნებათ წვდომა 2,3 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო და ახლა უკვე ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთებისთვის. Stadler-ი არის კომპანია, რომელიც საკმაოდ ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაასაქმებს. კომპანია მზად არის, დაიწყოს ტრენინგები, მოსამზადებელი ეტაპი და ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობითა და მხარდაჭერით საბოლოო ჯამში “შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler-ი 1942 წელს დაფუძნდა. კომპანიის გაყიდვები 3,46 მილიარდ დოლარს აღწევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი ჯამში 10 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023