ბიზნესი
04/08/2021

ნათია თურნავა: როგორც ეკონომისტს, ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მომწონს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს.

“იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც გამჭვირვალედ, ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში მიდის ბრძოლა. ობიექტს ვყიდით გარკვეულ საბაზრო ფასად ან ზოგ შემთხვევებში ფასდაკლებულ ფასად და ამაზე უარის თქმის და უპირატესად 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებებით გაყიდვაზე გადასვლის აუცილებლობა, ჩემი აზრით არ არსებობს, რადგან ბიზნესი ძალიან აქტიურია.

ზოგადად, როგორც ეკონომისტი ვიტყვი, რომ ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მომწონს. თუ ბიზნეს დღეს არ აქვს ნაღდი ფული, რომ ობიექტში თუნდაც ფასდაკლებული ფასი გადაიხადოს, რატომ უნდა ვენდოთ რომ ხვალ ის ინვესტიციას განახორციელებს?! ამიტომ სწორი მიდგომა არის გარკვეული ღირებულების გადახდა, რაც პასუხისმგებლობის გამოხატულებაა ბიზნესის მხრიდან, რადგან არ გაყინავს ამ თანხას და მოინდომებს მალე განახორციელოს პროექტი და მიიღოს უკუგება. თუმცა, ვითვალისწინებთ ყველას მიდგომას. მაგალითად, მოიჯარეებს სოფლის მეურნეობის მიწაზე 25%-იანი ფასდაკლება გავუკეთეთ, მაგრამ დღეს არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ მიწის ღირებულება გადაიხადონ," - აღნიშნა ნათია თურნავამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022