ბიზნესი
29/01/2021

ნათია თურნავა რესტორნების მფლობელებს: ცოტა მოთმინება კიდევ გვმართებს

„რესტორნების მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მინისტრი ამბობს, რესტორნის მფლობელებთან მჭირდო კომუნიკაციაში არიან და მათი ყველა პრობლემა იციან.

„უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, რომ როგორც კი, ეპიდვითარება შესაძლებლობას გვაძლევს, ამათუიმ საქმიანობას ვხსნით.
შეუძლებელია 1 დღეში ეპიდემიის წინა ვითარებას დავუბრუნდეთ. აქედან გამომდინარე ეტაპობრიობა უნდა ახასიათებდეს ჩვენს ნაბიჯებს. 1-ელი თებერვლიდან იხსნებიან სავაჭრო ცენტრები, მოლები, მცირე და დიდი მაღაზიები. 15 თებერვლიდან იხსნება დიდი ბაზრობები, ვსაუბრობთ ტრანსპორტზე და სკოლებზე“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, ყოველდღირუად ხდება ვირუსის დადებითობის მაჩვენებლის გადახედვა. რესტორნების გახსნა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

„კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს. როგორც კი, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მოგვცემ საშუალებას, გავხსნით რესტორნის ღია სივრცეებს, აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში“, - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავა რესტორნების გახსნის კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022