ბიზნესი
17/02/2021

ნათია თურნავა: მოლაპარაკება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან გვაქვს

საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, თუმცა კომპანიის ვინაობა არ დაასახელა.

“მოლაპარაკება გვაქვს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან. მოლაპარაკებების დასრულებამდე არ მინდა მისი დასახელება. კომპანიამ ჩვენს რეგიონში უნდა დაიწყოს ფრენები”,- აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიამდე ქართულ საავიაციო ბაზარზე 30-ზე მეტი ავიაკომპანია იყო წარმოდგენილი, მათ შორის რამდენიმე ლოუქოსტერი.