ბიზნესი
30/11/2020

ნათია თურნავა: ხელს ვუწყობთ სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდას

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობას იწყებს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება სამედიცინო დაწესებულებებში მეორე ტალღის დროს 3-ჯერ არის გაზრდილი და დღეში 80 ტონას აჭარბებს.

"ვმუშაობთ, რომ არ შეიქმნას დეფიციტი და პრობლემა სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით არ შეიქმნება. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავეხმარეთ ჟანგბადის რამდენიმე საწარმოს.

გარდა ამისა, თურქეთში შევიძინეთ ჟანგბადის დიდი სიმძლავრის 10 ახალი გენერატორი თავისი კომპრესორით, ორი დანადგარი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში. დეკემბრის შუა რიცხვებში, ველოდებით კიდევ 6 დანადგარს. აქედან სამი დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში; სამი კი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დანადგარები გადანაწილდება ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფო კერძო კლინიკებსაც ეხმარება ანალოგიური დანადგარების შემოტანაში.

მინისტრი ამბობს, რომ დეფიციტი არ იქნება და კოვიდის ფონზე გაზრდილი მოთხოვნიდან, 80-ზე მეტი ტონიდან 90% ადგილობრივი წარმოებით იფარება. "ეს არის ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადი", - განაცხადა მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022