ბიზნესი
03/02/2021

ნათია თურნავა: იმედია, რესტორნები დაუმორჩილებლობით დიალოგს არ გაართულებენ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რესტორნების მფლობელებს მოუწოდებს, შეზღუდვებთან დაკავშრებით დაწესებული რეგულაციები დაიცვან.

„იმედია, რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის, რადგან ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათთან დაკავშრებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ, თუმცა დაუმორჩილეობლბა და კანონის დარღვევა ძალიან გაართულებს ამ დიალოგს. იმედს გამოვთქვამ, ეს ასე არ მოხდება“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან რესტორატორთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები მუშაობის განახლებას ნებართვის გარეშე აპირებენ. “ბიზნესპარტნიორთან” ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა: “ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომას”,- თქვა ბურჯანაძემ. ამავდროულად სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმაც. "სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი," - დაწერა ლევან ქოქიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022