ბიზნესი
06/11/2020

"ნაირ-ნაირის" თასმები და წინდები ბერლინში გაიყიდება

„ნაირ-ნაირის“ პროდუქცია ბერლინშიც გაიყიდება. პანდემიის კრიზისის მიუხედავად, ქართველმა მეწარმეებმა ექსპორტზე გასვლა მოახერხეს.

პირველ ეტაპზე ბერლინში განთავსებულ სტენდზე „ნაირ-ნაირის“ თასმები და წინდები გაიყიდება, თუმცა შემდგომში დაგეგმილია სხვა პროდუქციის დამატებაც.

საწარმო წელს გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტს მაისურების და ჰუდების ხაზი დაემატა.

„ნაირ-ნაირის“ დამფუძნებლის განმარტებით, მოთხოვნა მათ პროდუქციაზე შენარჩუნებულია და საწარმო ახალი პროდუქტების გამოშვებას ისევ გეგმავს.

"გვაქვს 5 სახეობის მაისური და 3 სახეობის ჰუდი, მაგრამ ახლა სეზონია და ჰუდების რაოდენობა კიდევ დაემატება, მომავალ წელს კი მაისურების ასორტიმენტსაც გავაფართოვებთ. ძალიან გვინდა ბაქოშიც საქმიანობის გაგრძელება. ასევე ვართ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე, ამ შემთხვევაში ძირითადი ბაზარი აშშ-ია, თუმცა ევროპის ბაზარზეც იყიდება. მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ საექსპორტო ბაზარზე გავიტანოთ", - განმარტავს "ნაირ-ნაირის" დამფუძნებელი გიორგი ხერგიანი.