ბიზნესი
19/06/2020

მცირე მარნები წელს ღვინის რეალიზაციის 40%-იან შემცირებას ელიან

მცირე მარნები წელს ღვინის რეალიზაციის 40%-იან შემცირებას ელიან.

მათივე პროგნოზით, კომპანიებს საექსპორტო პროდუქციაზე ფასების შემცირებაც მოუწევთ. მეღვინეების განმარტებით, მიზეზი კოვიდ19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული კრიზისული ვითარებაა.

მეწარმეები ამბობენ, რომ თითქმის ყველა ქვეყანამ ადგილობრივი პროდუქციის სტიმულირება დაიწყო, რაც უცხო ბაზრებზე შესვლას დროებით შეაფერხებს. შესაბამისად, ღვინის ექსპერტების შეფასებით, მცირე მარნებმა მომავალი წლის წარმადობის გეგმები ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დასახონ.

Businesspartner