ბიზნესი
28/10/2020

მცენარეული ზეთების მწარმოებელი კომპანია "ქარვა" ფართოვდება

მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ ფერმერებისგან ყოველწლიურად საშუალოდ 10 000 ტონა მარცვლეულს შეიძენს.

კომბინირებული საკვების საწარმო, რომელიც პროდუქციას ცხოველის, ფრინველის, თევზისა და ლოკოკინისთვის გამოუშვებს, სრულად ქართული ნედლეულით მომარაგდება.

ხობში მდებარე საწარმო 2020-2021 წლების განმავლობაში, ქართული ბაზრის ათვისებაზე იქნება ორიენტირებული, რის შემდეგაც მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გასვლაც განიხილება.

"ქარვას" დირექტორი გიორგი თაბაგარი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კომპანიის უპირატესობა ისაა, რომ აწარმოებს ისეთ საკვებს, რომლის მირების შემთხვევაში ცხოველი და ფრინველი იმატებს ბუნებრივად. "მომავალში განვიხილავთ პროდუქციის აზერბაიჯანსა და სომხეთში გატანას", - ამბობს თაბაგარი.

პროექტში ჯამში 8 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული.