ბიზნესი
15/07/2020
მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება მალე ამოქმედდება
მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება კანონქვემდებარე აქტების მიღების შემდეგ სრულად ამოქმედდება.
რეფორმა უკვე დაწყებული უნდა იყოს, თუმცა ექვსი კანონქვემდებარე აქტიდან ორი მთავრობას ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია. საუბარია შესაფუთი მასალებისა და მეორადი ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გარემოს დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტის მხრიდან ყველა საჭირო საკანონმდებლო რეგულაცია მიღებულია. ახლა კი ჯერი აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა.
შეგახსენებთ, რომ მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება ბიზნესს მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას ავალდებულებს.