მთავრობის გადაწყვეტილება IT კომპანიების მიგრაციას შეუწყობს ხელს - ირაკლი ქაშიბაძე
IT კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებასა და საშემოსავლო და მოგების გადასახადის 5%–მდე შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე და Startup Factory-ს დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე.
ქაშიბაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, როგორც ადგილობრივი IT სექტორის განვითარებისთვის, ასევე საერთაშორისო კომპანიების მიგრაციისთვის, რომლებიც საქართველოდან განახორციელებენ მომსახურების შეთავაზებას და ოპერირებას, გახდებიან ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები, შექმნიან სამუშაო ადგილებს და გადაიხდიან გადასახადს.
„ყველაზე მეტად ეს რეფორმა ქართულ სექტორს შეუწყობს ხელს, რადგან ყველა ეს კომპანია არის ზრდის სტადიაში, რაც მოითხოვს რესურსებს. გადასახადების შემცირება ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, განსაკუთრებით პატარა კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ 10–20 პროგრამისტი, მათთვის ეს კარგი შეღავათია,“– აღნიშნავს ირაკლი ქაშიბაძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება თუ რეფორმა სტარტაპებსაც შეეხებათ, რადგან არის ისეთი სტარტაპები, რომლებიც უშუალოდ პროგრამირების მომსახურებას არ სთავაზობენ მომხმარებლებს, თუმცა სთავაზობენ პროდუქტებს, რომლებიც IT სისტემებზეა დამყარებული. და ისეთები, რომლებიც გათვლილია მსოლიო ბაზარზე", - განმარტავს ირაკლი ქაშიბაძე.
დღეს მიღებულ გადაქწყვეტილებმადე, აიტი კომპანიებისთვის, როგორც სხვა ბიზნესისთვის საშემოსავლო 20%, მოგების გადასახადი კი 15%-იყო.