ბიზნესი
12/01/2021
მთავრობის დახმარებით გახსნილი "აგარის შაქარი" ისევ გაჩერდა
„აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა - საწარმოსთვის დაწესებული შეღავათების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა.
„ამ ეტაპზე, მთავრობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუ შედგა შეთანხმება მარტიდან საწარმო მუშაობას განაახლებს, თუ ვერა აზრი არ აქვს წარმოების დაწყებას, არარენტაბელურია“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ.
შაქრის გადამამუშავებელისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, საწარმომ 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე იმუშავა. გასულ წელს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, კომპანია ფასდაკლებით იღებდა ბუნებრივ გაზს და სარკინიგზო-ლოგისტიკურ მომსახურებას.
ნიკოლოზ ნათბილაძე გაზაფხულზე ამბობდა, რომ ქარხანა დეკემბრის ბოლომდე 60-65 ათას ტონამდე შაქარს აწარმოებდა, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.