ბიზნესი
04/02/2021

მთავრობა "საქართველოს რკინიგზაში" მმართველობითი სტრუქტურის შეცვლას გეგმავს

მთავრობა „საქართველოს რკინიგზაში“ მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებას გეგმავს. „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მსგავსად ქვეყნის ერთადერთ სარკინიგზო კომპანიაში კორპორატიზაცია განხორციელდება.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხები დღეს, პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს, ასევე შეჯამდა გასული წლის შედეგები. აღინიშნა, რომ საქართველოს რკინიგზას აქვს ბევრი რესურსი, რათა მუშაობის ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ამ მიზნით, შესაბამისი უწყებები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების მართვის დაახლოებას კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან