ბიზნესი
06/10/2022
მთავრობა მინერალური წყლების მოსაკრებლის გადახედვას არ გამორიცხავს
შესაძლოა, მინერალური წყლების მოსაკრებელი გადაიხედოს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იგეგმება თუ არა ბორჯომის წყლის მოსაკრებელის გაზრდა.
"ჩვენ არა მხოლოდ ბორჯომის, არამედ ზოგადად მინერალური რესურსების ეფექტიანად გამოყენების კუთხით უფრო მკაფიო პოლიტიკა გვჭირდება. 2013 წლის შემდეგ რა თქმა უნდა შესაძლებელია გადაიხედოს მოსაკრებლები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტში მიდის. მაგრამ აქ საჭიროა ჩატარდეს RIA , საჭიროა ჩატარდეს ზემოქმედების შეფასება ბიზნესსზე. ბიზნესთან აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. ეს სამინისტროს გეგმის ნაწილიცაა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.