მთავრობა Georgian Airways-ს არ დაასუბსიდირებს – რა მექანიზმი ამოქმედდება მოქალაქეების დასაბრუნებლად
მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სახელმწიფო Georgian Airways-ს არ დაასუბსიდირებს.
ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანიას დაუწესდება ავიაბილეთის ფასის ზედა ზღვარი და კომპანიისთვის ბილეთების ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, Georgian Airways-თან მოლაპარაკებები დასრულებულია.
“ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში. ყველა კომპანია ვალდებულია, შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასთან და კორონავირუსთან ბრძოლასთან. შეტანხმების თანახმად, კვირაში 2 რეისი შესრულდება ეს იქნება არარეგულარული, არამედ სპეციალური ჩარტერული რეისი, სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახით სუბსიდირებას, ავიაკომპანია რომელიც რეისებს შეასრულებს მკაცრად გაფრთხილებულია, რომ მაქსიმალურად მისაღები ფასები იყოს ბილეთებზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.