მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა 1-ლი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის ეტაპობრივი გეგმა უნდა წარადგინონ.
„დღეს საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი. პრემიერისგან არის დავალება, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ამ 2 დღის განმავლობაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შეიმუშაონ. პრინციპში, მისი მონახაზები უკევ არსებობს. ერთბაშად არ უნდა გაიხსნას და არ უნდა შემსუბუქდეს. ეს უნდა იყოს ეტაპობრივი. ვთქვათ, ორი, ან ერთი კვირა გაიხსნება რომელიღაც ბიზნესი, ერთი, ან ორი. შემდგომ უნდა იყოს დაკვირვება და დადებითობის მაჩვენებლისა და რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შემდეგ ეტაპზე რა უნდა შემსუბუქდეს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.