მთავრობა 7 ძირითად პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას ცდილობს
მთავრობა საკმარის მარაგებზე კიდევე ერთხელ აცხადებს. პრემიერის ეკონომიკური მრჩევლის თქმით, დინამიკა ქვეყანაშიდადებითია, თუმცა ამინდის გამო მცირედი შეფერხებებია საზღვარზე. მისივე თქმით, ეს პრობლემა უმოკლეს ვადებში მოგვარდება.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, პრემიერის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაიწყებს ბიზნესთან კონსულტაციებს, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები იყოს შენარჩუნებული და არ იყოს ასახული მოქალაქეებზე.
„გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესსუბიექტებთან, მათთან ერთად კოორდინაციით ვახდენთ სრულ კოორდინაციას მთლიანი ბიზნეს პროცესის და შესაბამისად, დიდ გამოწვევებს არ ველოდებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნაკლებად ცვალებადი ფასები იყოს ამ პროდუქტებთან მიმართებაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.