ბიზნესი
16/11/2020

მსოფლიოში მაღალფასიან ღვინოებზე მოთხოვნა შემცირებულია - კომპანია “ნეკრესი“

მსოფლიოში მაღალფასიან ღვინოებზე მოთხოვნა შემცირებულია - ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციაზე „ბიზნესპარტნიორთან“ ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნეკრესის“ ხელმძღვანელმა ოთო ტაბატაძე, ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მომხმარებელი აღარ იხდის ძვირს.

„ჩვენი ღვინოები იაფფასიანი არ არის, კორეაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მდიდარი ქვეყანაა და ეს პრობლემები არ აწუხებთ,“ - აცხადებს ოთო ტაბატაძე.

ყვარელში მდებარე ღვინის საწარმო ამ დროისთვის 7 დასახელების ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა, რქაწითელი, მწვანე, საფერავი, მუკუზანი, ახაშენის საფერავი და ხაშმის საფერავი. კომპანია ყურძენს ადგილობრივებისგან იბარებს.

„ნეკრესი“ ამ დროისთვის ექსპორტს სწორედ კორეაში ახორციელებს და დეკემბრის დასაწყისში დაახლოებით 5 000 ბოთლი ღვინის გადატვირთვას გეგმავს. როგორც ოთო ტაბატაძე აცხადებს, პანდემიამდე კომპანია ექსპორტს ახორციელებდა როგორც ამერიკაში, ისე ჩინეთში, ისრაელსა და უკრაინაში.