ბიზნესი
04/08/2020

მსოფლიოს საუკეთესო ოფისი - კომპანია "მეამას" შენობა Architizer A+Awards-ის 3 ნომინაციის გამარჯვებულია

ყავის კომპანია "მეამა" მსოფლიოს საუკეთესო ოფისად აღიარეს. კომპანიის ცნობით, კომპანიის შენობა 2020 წლის სამი ნომინაციის გამარჯვებულია.

გამარჯვება შენობამ მსოფლიოში არქიტექტურის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Architizer A+Awards მოიპოვა.

გამარჯვებული ნომინაციებია:

1. საუკეთესო დაბალსართულიანი საოფისე სივრცე
2. ოფისის ინტერიერი
3. არქიტექტურა და ბეტონი

აღსანიშნავია, რომ კომპანიის შენობა 2019 წლის სექტემბერში პრესტიჟულ, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ArchDaily & Strelka Award-ის გრან-პრის მფლობელიც გახდა.

ყავის ქარხნის შენობა Unix Development-ის აშენებულია.

ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის მარტში და დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. შენობა გამოირჩევა ურთულესი გეომეტრიული ნაგებობებითა და ბეტონის დაკეცილი კედლებით. გამორჩეულია ე.წ. „მწვანე გადახურვა“ – პირველად საქართველოში შენობის სახურავი მთლიანად დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მცენარეული საფარით.

შენობის შიგნით განლაგებულ სამ სხვადასხვა ატრიუმში დარგულია განსხვავებული ჯიშის ხეები, რომლებიც, მათი ხილვისას, სრულიად ანეიტრალებენ და აქრობენ ადამიანთა გონებაში არსებულ წარმოდგენებს სტანდარტული ქარხნების შესახებ.

ყავის ქარხნა ეყრდნობა ერთიანად ჩამოსხმულ 10 მეტრიან ბეტონის სვეტებს, მსგავსად კრონოსის სასახლისა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023