მსოფლიო ბანკი საქართველოს 2024 წლისთვის EU-ს წევრობის განაცხადის მომზადებაში მხარს დაუჭერს
მსოფლიო ბანკი საქართველოს 2024 წლისათვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით განაცხადის მომზადებაში მხარს დაუჭერს, - მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მზაობის შესახებ დაუდასტურა.
როგორც მოლინეუსმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორივე მხარის მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს აკავშირებს.
მხარეებმა განიხილეს როგორც თანამშრომლობის დეტალები, ასევე ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების საკითხი.
"მსოფლიო ბანკი მზად არის, განაგრძოს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამასთან ერთად, მიმდინარე პერიოდში მსოფლიო ბანკის სურვილია ვაქცინაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობა", - ნატქვამია პრემიერის ადმინისტრაციის გავრცელებულ რელიზში.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში უდიდესი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე; ბანკის უახლესმა პროგრამებმა ხელი შეუწყო მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სხვა. პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მლრდ დოლარია.