მსხვილპორტფელიანი ბანკების რეიტინგი
ბანკების პორტფელი სექტემბერში, 275.52 მლნ ლარით (0.64%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.08%-ით გაიზარდა) და III კვარტლის ბოლოს 42.94 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, კლება, ინფლაციას, შემცირებაში დაეხმარება. ეს მაკროპრუდენციული ზომების დროულად მიღების შედეგია. სებ-მა თადარიგი მანამდე დაიჭირა, ვიდრე გაიცემოდა რეკომენდაცია, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, პროაქტიული მოქმედების მიზანშეწონილობაზე.
დაკრედიტების წლიური (Y.Y) ზრდა 4.8%-მდე შემცირდა (L/m : +7.8%Y.Y; L/Y: +12.8%Y.Y) .
სებ-ის პრეზიდენტი წლის 10-12%-იანი ზრდით დასრულებას პროგნოზირებს. რაც ფინანსურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფს და ინფლაციის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
ბანკების რეიტინგში ვითიბი TOP-4-დან მე-11 ადგილზეა გადანაცვლებული. სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილის დარჩენილი აქტივის (ძირითა~დი ნაწილი ბაზისბანკმა და ლიბერთიმ გადაინაწილეს) შესყიდვით დაინტერესებაზე, კობა გვენეტაძემ ოთხშაბათის მპკ-ს შემდეგ განაცხადა.
ასევე აღნიშნა სებ-ში სანქციების განყოფილების გაფართოებაზე (განყოფილება ფულის გათეთრების დეპარტამენტშია). სებ-ი აშშ-ში დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში სანქციების დამკვირვებელ ორგანიზაციებს დაუკავშირდა და ელის დახმარებას, მათ შორის ტექნიკურს. გვენეტაძის თქმით, ამ მიმართულებით სებ-ს გამოცდილება აქვს ირანთან, სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, რაც საკმარისი არ არის. ახლანდელი მდგომაროება და შესაბამისად გამოწვევები განსხვავებულია. მისი თქმით, საქართველოს საფინანსო სექტორი ინტეგრირებული რჩება საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან, სანქციების დაცვის ინტენსიური დაკვირვების პირობებში.
ბანკები საკრედიტო პორტფელით 000 ₾)
01.10.2022 |
01.09.2022 |
|
თიბისი ბანკი |
16,769,792 |
16,770,500 |
საქართველოს ბანკი |
15,661,546 |
15,590,778 |
ლიბერთი |
2,385,196 |
2,380,935 |
ბაზისბანკი |
2,043,006 |
2,055,106 |
კრედო |
1,683,474 |
1,688,417 |
პროკრედიტ ბანკი |
1,171,949 |
1,206,845 |
ტერაბანკი |
1,056,036 |
1,053,348 |
ბანკი ქართუ |
785,514 |
794,105 |
ხალიკ ბანკი |
642,962 |
646,455 |
პაშა ბანკი |
352,176 |
346,357 |
ვითიბი ბანკი |
290,722 |
290,551 |
იშ ბანკი |
277,510 |
268,750 |
ზირაათ ბანკი |
101,511 |
97,981 |
სილქ ბანკი |
23,330 |
23,207 |
წყარო: კომერციული ბანკები