ბიზნესი
18/03/2021

მსხვილ საწარმოებს ჰაერში მავნე ნივთიერების გაფრქვევის შემცირების ახალი ვალდებულება ეკისრებათ

მსხვილ საწარმოებს, მათ შორის მეტალურგიულ ქარხნებს, მძიმე ინდუსტრიას, ქიმიური მრეწველობას, ჰაერში მავნე ნივთიერების გაფრქვევის შემცირების კუთხით ახალი ვალდებულება უჩნდებათ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლიდან შევა.

„შესაბამისი კანონმდებლობა ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაციით და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მომზადდა. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უკვე დავიწყეთ სამინისტროში ამ მიმართულებით შესაძლებლობების განვითარება. შედეგად კი 2022 წლიდან გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ახალი მიმართულება ჩამოყალიბდება, რომელიც იზრუნებს ამ პასუხისმგბლობის კანონმდებლობის სწორად იმპლემენტაციაზე. ამავე პაკეტის ფარგლებში, რაც 2020 წლის ხელშესახებ შედეგად შეიძლება ჩავთვალოთ, არის 2020-2022 წლების ქალაქ რუსთავის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 60 მილიონიან დანახარჯებს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რაც მოიცავს სატრანსპორტო პოლიტიკას, გამწვანებას და ასე შემდეგ.“ -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022