მოგვცენ გახსნის უფლება, მუშაობას რეგულაციების დაცვით შევძლებთ - გასართობი ცენტრები
ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები რეგულაციების სრული დაცვით საქმიანობის აღდგენას ითხოვენ. ისინი საკუთარი მოთხოვნებით აქციას #სოცაფეთქება შეურთდნენ.
ბავშვთა გასართობი ცენტრ „პანდასა“ და „ქენდი ლენდის“ წამყვანი ნოდარ ჯიქია "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ კომპანიები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან, დასაქმებულების მდგომარეობაც კრიტიკულია.
„მოვითხოვთ, მოგვცენ მუშაობის უფლება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველანაიარი რეგულაციების დაცვით შევძლებთ მუშაობას. არსებობს დისტანციური თამაშები და დამხმარე გუნდი, რომელიც ბავშვებს რეგულაციების დაცვაში შეუწყობს ხელს. 1 წელია გაჩერებულები ვართ და ფინანსური ზარალი იმდენად დიდია, რომ იმ კომპანიებში, სადაც ვმუშაობდი, 4 ფილიალიდან 2 დაიხურა. კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სექტორს ბანკებთან სესხების გადავადებაც კი არ შეეხო. 150 თანამშრომელი მუშაობს კომპანიებში, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან და მთავრობამ ეს უნდა გაითვალისწინოს," - ამბობს ნოდარ ჯიქია.
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია #სოცაფეთქება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციას სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმომადგენლები მართავენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ გახსნის შემთხვევაში, მუშაობას რეგულაციების სრულიდ აცვით შეძლებენ.