ბიზნესი
09/09/2020
მობილურ ოპერატორებს წლის I ნახევარში შემოსავლები შეუმცირდა
მობილურ ოპერატორებს შემოსავლები შეუმცირდათ.
წლის პირველ ნახევარში ბაზარზე მოქმედი 3 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 230.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 3.4 მლნ-ით ნაკლებია 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე (234.29 მლნ)
მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლები / 2020 წლის 6 თვე
მაგთიკომი | 104.4 მლნ |
სილქნეტი | 84.1 მლნ |
ვიონი | 42.2 მლნ |
აღსანიშნავია, რომ ივნისის მონაცემებით, მობილურ ოპერატორებს 4,782,154 აბონენტი ჰყავდა. ARPU „მაგთოკომის“ შემთხვევაში ივნისის ბოლოს 9.35 ლარია, „სილქნეტის“ შემთხვევაში - 8.92 ლარი, ხოლო „ვიონის“ (ბილაინი) – 5.8 ლარი.