
ბიზნესი
07/07/2020
მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდათ
მობილურ ოპერატორებს აპრილში შემოსავალი შეუმცირდათ. 3 მობილური ოპერატორის ჯამურმა შემოსავალმა 34 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.4%-იანი კლებაა.
4 თვეში მობილური ოპერატორების ჯამური შემოსავალი 154,4 მლნ ლარი იყო, ეს კი 2 მლნ-ით მეტია, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მობილური ინტერნეტის მოხმარება რეკორდულად იყო გაზრდილი. აპრილში, მოსახლეობამ 15,670 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარა, წლიურად 168%-იანი ზრდაა. აპრილის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს 2.444 მლნ-ზე მეტი აბონენტი ჰყავდა.