ბიზნესი
01/04/2021
მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდა - კომპანიების რეიტინგი
მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდა.
იანვარში სამი კომპანიის - "მაგთიკომის“, "სილქნეტის“ (ჯეოსელი) და "ვიონის" (ბილაინი) შემოსავალმა 40.2 მლნ ლარი შეადგინა, 1 მლნ-ით ნაკლები 2020-ის იანვართან შედარებით.
5-დან 4.87 მილიონამდე შემცირდა აბონენტების რაოდენობაც.
შემოსავლები კომპანიების მიხედვით:
მაგთიკომი - 18.7 მლნ (-0.5%)
სილქნეტი - 14.2 მლნ (-4.1%)
ვიონი - 7.3 მლნ (-4.1%)
აღსანიშნავია, რომ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ბაზარზე „მაგთიკომი“ ლიდერობს. ფიზიკური პირების 45% და იურიდიული პირების 50% სწორედ „მაგთიკომი“ ემსახურება. სილქნეტის წილი შესაბამისად 38% და 28%, ხოლო ვიონის 17% და 22%.
2021 წლის იანვრის საშუალო ARPU (თითო აბონენტიდან შემოსავალი) 2020 წლის იანვართან შედარებით გაიზარდა 0.1%-ით და 8.3 ლარს შეადგენს.