ბიზნესი
25/01/2021
მობილურ ოპერატორებს ნოემბერში შემოსავლები გაეზარდა - კომპანიების რეიტინგი
მობილურ ოპერატორებს აბონენტთა რაოდენობა შეუმცირდა. წლიური კლება 2,3%-ია და 2020 წლის ნოემბერის მონაცემებით კომპანიებს 4,86 მლნ აბონენტი ჰყავს.
სამაგიეროდ, გაზრდილია კომპანიების შემოსავლები. ბაზარზე მოქმედი 3 კომპანიის შემოსავალმა 42,44 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.618 მლნ-ით მეტია 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, თუმცა 2,3 მლნ-ით არის შემცირებული ოქტომბერთან შედარებით.
ყველაზე მეტი შემოსავალი მაგთიმ მიიღო.
მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლები / 2020 წლის ნოემბერი
მაგთიკომი |
19.98 მლნ |
სილქნეტი |
14.91 მლნ |
ვიონი |
7.54 მლნ |
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში თითო აბონენტიდან შემოსავალი (ARPU) წლიურად 4%-ით გაიზარდა საშუალოდ 8.7 ლარამდე (2019 წლის ნოემბერში 8.4 ლარი), 2020 წლის ოქტომბერში კი - 9.26 ლარი იყო.