ბიზნესი
17/02/2021

მინისტრი მეიჯარეებს: ცოტა მოითმინეთ, ნუ შეუქმნით რესტორნებს პრობლემებს

ეკონომიკის მინისტრი მეიჯარეებს მიმართავს, რესტორატორებს ქირის გადახდის ვადები მისცეს. ნათია თურნავა მათ მოუწოდებს, ცოტა კიდევ მოითმინონ.

"განსაკუთრებით პრობლემების წინაშე არიან, ვისაც იჯარით აქვს ფართები. მე მინდა მეიჯარეებს მივმართო, კიდევ ცოტა მოთმინება გამოიჩინონ.

ეს ინდუსტრია მალე სრულყოფილად ამოქმედდება და ფეხზე დადგება. მათზე უკეთესი დამქირავებლები, მერწმუნეთ არ გეყოლებათ. ნუ შეუქმნით პრობლემებს რესტორნებს, ვისაც ნაქირავები აქვთ ფართები. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგენადი სექტორი სწორედ ეს არის",- მიმართა თურნავამ მეიჯარეებს.