ბიზნესი
18/06/2020

მიკროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ხუთმაგდება

ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ხუთმაგდება, 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე.

სემეკის გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში და სიახლე შეეხება ინდივიდუალურ მომხმარებლებსაც და მომხმარებელთა იმ ჯგუფსაც, ვისაც სურთ ჰქონდეთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყარო. 

ცვლილებებით გაუქმდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას მიერთების აუცილებლობა.

სემეკის ახალი რეგულაციების მიხედვით ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მომხმარებელთა ჯგუფის მიერ სარგებლობისას, თითოულ მომხმარებელს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური რევერსული ან ჭკვიანი მრიცხველი ანგარიშსწორებისათვის. მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათები ჯგუფის ყველა წევრს ერთსა და იმავე დღეს ინდივიდუალურად დაერიცხება, წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია გაიქვითება, ხოლო წლის განმავლობაში დაგროვილ ჭარბ ელექტროენერგიას შეისყიდის გამანაწილებელი კომპანია.

ნეტო აღრიცხვის სისტემაში ამ დროისთვის 173 მომხმარებელია ჩართული.

 

 

Businesspartner