ბიზნესი
08/07/2021

Metro Logistics: ჩვენი მიზანია 89 ქვეყანაში საკუთარი ოფისი გვქონდეს

ლოგისტიკური კომპანია Metro Logistics, რომელიც საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 4 წელია ოპერირებს, მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში საკუთარი ოფისით იყოს წარმოდგენილი.

ამ დროისთვის კომპანია 89 ქვეყანაში 400-მდე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელია.

„დაახლოებით 3 წელიწადში შევძელით ის, რომ კავკასიის რეგიონში საკმაოდ მყარად ვყოფილიყავით და საკუთარი ოფისები გაგვეხსნა სომხეთსა და აზერბაიჯანში. თურქეთსა და ბულგარეთშიც გავედით, თუმცა კორონავისურის პანდემიის გამო ვერ გავწვდით ამ ყველაფერს.

ჩვენი სამომავლო გეგმაა, რომ წარმომადგენლობითი ოფისები 89 ქვეყანაში ვაქციოთ საკუთარ ოფისებად და ამით ქართული ბიზნესი გავიტანოთ საზღვრებს გარეთ,“ – აღნიშნავს კომაპნიის დამფუძნებელი თემო გუმბერიძე.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს შეიქმნა Metro Logistics–ის ინოვაციური პროექტი “ლოგისტისკის აკადემია“, რომელიც მსმენელებს საშუალებას აძლევს შესყიდვების, საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების სრული ციკლის შესახებ ცოდნა დარგის მოქმედი სპეციალისტებისგან მიიღონ.