ბიზნესი
24/08/2020

მესტიაში 6 დღეში 401 ობიექტი შემოწმდა

შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტში ობიექტები რეგულაციების შესრულებაზე შეამოწმეს.

14-21 აგვისტოს 401 ობიექტი შემოწმდა.

შრომის ინსპექციის ცნობით, იმ ობიექტებს, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, მათ შესაბამისი რეკომენდაციები გაეწიათ.

სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობის მომზადებას მდგრადი გახსნისთვის ისევე, როგორც ატარებს პრევენციულ ფუნქციას-დასაქმებულთა და მოქალაქეთა დაცვას ვირუსისგან.