ბიზნესი
27/02/2021

მესხური კულინარია ხიზაბავრაში - საკუთარი პროდუქტებით შექმნილი სამზარეულო

სამცხე-ჯავახეთში ვიზიტისას, მესხური სამზარეულო კარგად რომ გაიცნოთ, ხიზაბავრაში მურადაშვილების ოჯახს უნდა ესტუმროთ.

როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი გიორგი მურადაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, მან სამზარეულო საკუთარი პროდუქტებით და ხარჯებით შექმნა, სადაც როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ისე ტურისტებს მასპინძლობს. შეგიძლიათ დააგემოვნოთ მესხური ქადა, ხაჭაპური, ბატის ჩაშუშული, ხინკალი, აპხოტი და სხვა.

„ტურისტების მიღება 2019 წელს დავიწყე. ყველაფერი ჩემი ხარჯებით გავაკეთე. მათ მესხურ კერძებს ვთავაზობ, რაც იყო ადრე და დღემდეა შემორჩენილი. მესხური სამზარეულო ცომთან არის დაკავშირებული. პროდუქტი ჩემი ოჯახის არის, ფქვილიდან დაწყებული, ხორცით დამთავრებული. როცა ბევრი ტურისტი მყავს, დამატებით დამხმარეც ამყავს,“ - აღნიშნავს გიორგი მურადაშვილმა.

ტურისტებს ჯერ-ჯერობით სახლში, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში იღებს, თუმცა გეგმავს ფართის აშენებას, რომელიც ძველი ტრადიციული ნივთებით მოეწყობა.

„ჯერ-ჯერობით ტურისტებს სახლში ვიღებ, ვფიქრობ ისეთი ფართი ავაშენო, სადაც მესხურ კერძებს დააგემოვნებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით ამას ვერ ვწვდები“, - ამბობს გიორგი მურადაშვილმა.

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მასზეც იმოქმედა და წელს მხოლოდ ქართველების 10-კაციან ჯგუფს უმასპინძლა.

„იმედია, ტურიზმი მალე ჩადგება ჩვეულ რითმში“, - ამბობს გიორგი მურადაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023