ბიზნესი
04/02/2022

მერიკო გუბელაძე: ჩემს რესტორნებში სტუმრებს "მწვანე პასპორტის" გარეშე არ ვიღებთ

ცნობილი რესტორატორი მერიკო გუბელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  მის რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებული საზოგადოება დადის, შესაბამისად, სტუმრებისთვის „მწვანე პასპორტის“ წარდგენის ვალდებულება დამატებითი კომფორტი და უსაფრთოხების გარანტიაა.

როგორც გუბელაძე აცხადებს, რესტორნებში „შავი ლომი“, „ლეილა“ და „ნინიას ბაღი“ სტუმარი „მწვანე პასპორტის“ წარდგენის გარეშე ვერ შევა.

„ჩემი სეგმენტი არის განათლებული, განვითარებული ხალხი. ვითხოვთ „მწვანე პასპორტებს“ და ამაზე პრობლემა არ შეგვქმნია. უცხოელებსაც ვთხოვთ და ქართველებსაც. უხარია სტუმარს, რომ ჩვენთან არ ზის აუცრელი  საზოგადოება, ეს ჩემთვის ძალიან გასაგებია. იმედია, ბოლო შტამია და პანდემიის დასასრულია, მაგრამ რა მოხდებოდა დაგვეცადა,“ - აცხადებს გუბელაძე.

მისივე განცხადებით, რესტორნებში ხალხის აქტივობა შედარებით შემცირებულია, ამის მიზეზი არა „მწვანე პასპორტი“, არამედ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

„ჩემს ირგვლივ ყველა ავადაა, მაღალი ინფიცირებაა, თან თებერვალი სარესტორნო ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქტივობის თვეა,“ - აცხადებს გუბელაძე.

როგორც ცნობილია, რესტორატორი მერიკო გუბელაძე „შავი ლომის“,„ლეილას“ და „ნინიას ბაღის“ მფლობელია.

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი  ბიზნესs "მწვანე ბარათის" გამოყენების რეკომენდაცია მისცა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020