ბიზნესი
30/11/2020

მეყვავილეებს ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლას ურჩევენ

მეყვავილეებს ონლაინ არხების გამოყენების რეკომენდაციას აძლევენ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყვავილების ბიზნესში ჩართული ადამიანების საპროტესტო აქციას ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკონომიკური საქმიანობა ბევრი სექტორის წარმომადგენელს არა მხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეეზღუდა.

„მთავრობის დადგენილებით, მსგვასი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები შეიზღუდა, თუმცა ეს შეზღუდვაა და არა - აკრძალვა. შეზუდვა ნიშნავს შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა“, - განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ყვავილების ბიზნესის წარმომადგენლები დღეს აქციას მართავენ. ისინი მუშაობის მიცემის შესაძლებლობას ითხოვენ. ყვავილების გამყიდველები მედიასთან ამბობენ, რომ ისინი ონლაინ ვაჭრეობაზე ვერ გადავლენ, რამდენადაც ისინი იაფიან ყვავილებს ყიდიან, ადგილზე მიტანისთვის კი დამატებით თანხას არავინ გადაიხდის. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022