ბიზნესი
10/10/2022

მეჰმედ მელექი: ზუგდიდსა და ახმეტაში Beko-ს მაღაზიები გაიხსნება

კომპანია Beko 2022 წლის ბოლომდე  რეგიონებში დამატებით 2  ახალ მაღაზიას გახსნის.

როგორც  „ბიზნესპარტნიორთან“ Beko–ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განაცხადა, განიხილება მაღაზიის გახსნა ზუგდიდსა და ახმეტაში. მისივე განცხადებით, ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციასთან დაკავშირებით მოლაპარეკებები მიმდინარეობს.

საერთო საინვესტიციო ღირებულება 500 000 ლარია. 

როგორც მეჰმედ მელექი განმარტავს, ფილიალების დამატება  მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარეობს. მისი ინფორმაციით, კომპანიას გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაეზარდა. თუ გასულ წელს წინა წელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებლის 29%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა, წელს კომპანიას გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაეზარდა.

Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 72 ფილიალს ფლობს, თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დიმინო“, „გორგია“და „ზოდი“,  ასევე, 40–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

კომპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით 7 მომსახურეობის ცენტრი და 3 საწყობი აქვს. მეოთხის რემონტი ახლა მიმდინარეობს.

Businesspartner