მეგასპორტი: კონსულტანტის ხელფასი თვეში ₾1500-მდეც ადის,თუმცა,მუშაობა არ უნდათ
საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე კადრის დეფიციტზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და განმარტავს, რომ ამ მიმართულებით სექტორში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა.
„დღეს ბაზარზე კადრი არ არის და ამას მხოლოდ იმას ვერ დავაბრალებდი, რომ სამუშაო ძალა ქვეყნიდან გაედინება. პრობლემა მენტალიტეტსა და დამოკიდებულებაშია. დღეს მუშაობა არ უნდათ,“-აცხადებს ჩხეიძე.
კითხვაზე, რამდენია დღეს ბრენდულ მაღაზიებში დასაქმებული კონსულტანტების საშუალო ხელფასი და კადრის გადინება ხომ არ უკავშირდება სექტორში არსებულ დაბალ ხელფასებს, ჩხეიძე აღნიშნავს, რომ კონსულტანტის ფიქსირებული ხელფასი საშუალოდ 500-600 ლარია, რომელსაც აუცილებლად ემატება ბონუსები, რომელიც თვის ბოლოს 1000-1500 ლარამდე შეიძლება ავიდეს.
„ქუჩაში კაპიტალიზმი და საბაზრო ეკონომიკაა, თუ არ იმუშავა როგორ ექნებათ? პანდემიის დროს, უმრავლესობა წავიდა და სახლში,200 ლარზე დაჯდნენ. ერჩვნათ სახლში მჯდარიყვნენ და არ ემუშავათ. ასეთი დამოკიდებულება როცაა, რაზეა საუბარი,“-აცხადებს ჩხეიძე.
კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს.