"მეამა" პიარ სამსახურის თანამშრომლებმაც დატოვეს
ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია “მეამა” პიარ სამსახურის ორმა თანამშრომელმა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში თანამშრომლების შემცირება, დაახლოებით, ბოლო ერთი თვეა დაიწყო.
რამდენიმე კვირის წინ „ბიზნესპარტნიორი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა,მაშინ კომპანიაში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება არ დაადასტურეს და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
რა პროცესები მიმდინარეობს „მეამაში“, აღნიშნულ თემებზე „ბიზნესპარტნიორი“ აგრძელებს მუშაობას, შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენლების და უკვე ყოფილი თანამშრომლების კომენტარებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ,“მეამას” ყავის ქარხანა ოფიციალურად 2020 წლის თებერვალში გაიხსნა. კომპანია ამჟამად 16 სახეობის ამერიკული და 16 სახეობის ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს აწარმოებს. ასევე 9 სხვადასხვა გემოს მქონე ჩაის კაფსულებს და 4 სახეობის ნალექიან ყავას.