ბიზნესი
23/03/2020
მარნეულსა და ბოლნისში გარკვეული საწარმოები შეუფერხებლად იმუშავებენ
ეკონომიკის მინისტრი იმ მიმართულებებს ასახელებს, რომელიც მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების მიუხედავად ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებენ.
ნათია თურნავას განმარტებით, კონკრეტული საწარმოების ჩამონათვალს სამინისტრო დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
“დადგენილი წესების დაცვით შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის საწარმოები, რომელიც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება. ფუნქციონირებას გააგრძელებენ სამრეწველო საწარმოები, მათ შორის, წიაღის მოპოვება გადამუშავებასთან დაკაშირებული. ასევე, სასოფლო სამეურნეო მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოებიც გააგრძელებენ მუშაობას“,- განმარტა ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ.