ფოტო: მარიონელა
ბიზნესი
11/11/2022

მარიონელა: პომპეზურ საქორწილო კაბებზე მოთხოვნა შემცირებულია

საქორწილო კაბების ბიზნესი ერთ-ერთი იმ ბიზნესთაგანია, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ საგრძნობლად დააზარალა. შეცვლილია ტენდენციებიც, თუ  2019 წლამდე მოთხოვნა პომპეზურ საქორწილო კაბებზე იყო, ახლა მოთხოვნა  შედარებით მცირებიუჯეტიან და სადა სამოსზე გაჩნდა.

საქორწილო კაბების მაღაზია „მარიონელას“ თანადამფუძნებელი მარინა უგულავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სირთულეების მიუხედავად პანდემიის პერიოდში მათი საწარმო არ გაჩერებულა.

უგულავას განმარტებით, ახლა სიტუაცია რადიკალურად, უკეთესობისკენაა შეცვლილი, თუმცა, 2019 წლის გაყიდვების მაჩვენებელს  დაახლოებით 20%-ით ჩამორჩება.

“ბოლო 3 თვეა მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა,  ხალხი კაბებს შედარებით ბიუჯეტურ თანხაში ითხოვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ დიდია ინტერესი საზღვარგარეთის ქვყნებიდან, საიდანაც კაბების ყიდვას ითხოვენ. საუაბრია, მაგალითად, ისრაელში, საფრანგეთში, იტალიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებზე. კომპანიის გაყიდვების დაახლოებით 10%-ი საზღვარგარეთ გაყიდვებზე მოდის“-აცხადებს უგულავა.

მისივე განმარტებით, კაბების გაქირავების საშუალო ფასი 1500 -2000 ლარის ფარგლებშია ,ყიდვის შემთხვევაში კი ფასები გაორმაგებულია. როგორც უგულავა განმარტავს, საქართველოში უპირატესობას კაბების ქირაობას ანიჭებენ, ყიდვის მსურველი კი მხოლოდ 2%-ია.

შეგახსენებთ,  „მარიონელა“ 1993 წელს დაფუძნდა. კომპანია ამჟამად ფლობს  3 მაღაზიას (თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში).

 

 

Businesspartner