ბიზნესი
01/04/2021

მარეგულირებელმა "მაგთის" "მაგთიფიქსის" გაუქმების უფლება არ მისცა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ გაუქმების უფლება არ მისცა. 

კომისიამ კომპანიას „მაგთიფიქსის“ მომსახურების F10 ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რასაც მომხმარებელთა ინტერესების დაცვით ხსნის.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიფიქსის“ სერვისის მიღებას კვლავ შეძლებს 10 ათასამდე აბონენტი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბონენტები.

„მაგთიფიქსის“ მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან ამ გეოგრაფიულ არეალში სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო არხების მიღების პრობლემაა“, - მიიჩნევს კომისია.

კომისიის გადაწყვეტილებით, “მაგთიკომი“ უფლებამოსილია მომსახურების მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვიტოს, თუ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით.

აღსანიშნავია, რომ  2021 წლის 11 მარტს კომისიამ კომპანიის მიერ გადასახდელი ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა.

„მაგთიკომს“ ლიცენზიით სარგებლობის გადაანგარიშებული საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161 ათასიდან და მხოლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, იმისთვის რომ  ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს.

თავად მაგთოკომი კომისიის ამ გადაწყვეტილება არ ეთანხმება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022