MAN-ის ავტობუსებს საქართველოში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება
„უმაღლესი ევროპული სტანდარტი“ - ასე აფასებს გერმანული ბრენდი MAN საკუთარ პარტნიორს - „თეგეტას“. გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობა თითქმის ორ ათწლეულს ითვლის - „თეგეტა“ MAN-ს საქართველოში 2006 წლიდან წარმოადგენს და დღემდე რეგიონში მისი საიმედო პარტნიორია. MAN-ის პირველი სერვისცენტრი საქართველოში სწორედ 2006 წელს აშენდა.
2008 წელს კი თანამშრომლობის ისტორია ახალ ეტაპზე გადავიდა - „თეგეტას“ ცენტრალურ ფილიალთან და სათავო ოფისთან ერთად MAN-ის ავტორიზებული, ახალი სერვისცენტრიც გაიხსნა. ის სრულად შეესაბამება გერმანული ბრენდის სტანდარტებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე შრომის უსაფრთხოების, ინსტრუმენტებისა და დანადგარების თვალსაზრისით.
MAN-ის სტანდარტებითა და თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისცენტრიც, რომელიც, „თეგეტას“ მიერ ოპერირებად, 500-მდე სხვადასხვა ბრენდის ავტობუსს და მათ შორის, MAN-ის 234 ერთეულს ემსახურება. სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების გარანტს სერვისცენტრის აღჭურვილობა ქმნის, სადაც მხოლოდ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების თანამედროვე ინსტრუმენტებსა და დანადგარებს იყენებენ.
ლევან აბესაძე, MAN-ის სერვისცენტრის ხელმძღვანელი: „MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტს ემსახურება, ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს და უახლესი დანადგარებით გამოირჩევა. ჩვენი თანამედროვე დანადგარები მნიშვნელოვნად ამარტივებს სპეციალისტის საქმეს და ამცირებს სამუშაო დროს. უახლესი სტანდარტების აღჭურვილობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პროცესი კიდევ უფრო ოპერატიული იყოს. მაგალითად, სერვისცენტრს საშუალება აქვს, ყოველდღიურად 50-ამდე ავტობუსს სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაუწიოს, რათა ქალაქის მუნიციპალურ ავტოპარკში არსებული MAN-ის ავტობუსები შეუფერხებლად გადაადგილდეს და მგზავრები დაუბრკოლებლად გადაიყვანოს“.
„თეგეტას“ სერვისცენტრში ავტობუსების გამართული ოპერირებისთვის უახლესი სადიაგნოსტიკო დანადგარი ფუნქციონირებს, რომელიც ელექტროსისტემაში არსებულ ყველა შესაძლო ხარვეზს ოპერატიულად აღმოაჩენს, რაც მექანიკოსებს ხარვეზის აღმოფხვრის დროს კიდევ უფრო უმცირებს.
გამორჩეულია სამღებრო სამუშაოსთვის განკუთვნილი საშრობი კამერა, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. დანადგარი აღჭურვილია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ამწეებით, ჰაერის ტემპერატურის რეგულირებადი და ნაკადის მართვის სისტემებით, რასაც იდეალური განათება ემატება. აპარატის გამოყენებით უმოკლეს დროში სამღებრო სამუშაოების მაღალ დონეზე შესრულებაა შესაძლებელი.
ლევან აბესაძე, MAN-ის სერვისცენტრის ხელმძღვანელი: „ჩვენს სერვისს მოქნილსა და საიმედოს ხდის სამუხრუჭე სისტემის კონტროლის სტენდი, რომლის დანიშნულებაცაა, შეამოწმოს ავტობუსის წინა და უკანა ღერძის მუშა მუხრუჭი, ასევე ხელის და ეფექტური მუხრუჭები. შეგროვებული ინფორმაცია კი აისახება როგორც მონიტორზე, ისე ელექტრონულად.
ჩვენთან შესაძლებელია სხვადასხვა სახისა და სირთულის სარობოტე-საშემდუღებლო სამუშაოს შესრულებაც, რაც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, დაზიანებული ან დეფორმირებული ნაწილი ჩანაცვლდეს, აღდგეს და დაუბრუნდეს ქარხნულ გეომეტრიულ პარამეტრებს“.
მომდევნო წელს, თბილისის მუნიციპალური პარკის განახლების ახალი პროექტის ფარგლებში „თეგეტა“ დედაქალაქს დამატებით 160 ერთეული MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსით მოამარაგებს. აღნიშნული ავტობუსების სერვისისთვის კი თბილისში დეპოს აშენებაა დაგეგმილი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად „თეგეტას“ მიერ აღიჭურვება. MAN-ის ავტორიზაციის გავლის შემდეგ კი ახალი ავტობუსების სერვისსაც „თეგეტა“ უზრუნველყოფს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.